კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოს 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარუდგინა

6 ივნისი, 2006

სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოს 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარუდგინა 

თბილისი.05.06.06.მედიანიუსი. დღეს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა და 2006 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ანგარიში გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სუბარმა ბოლო პერიოდში მომხდარ გახმაურებულ ფაქტებზეც ისაუბრა. კერძოდ, მისი განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოები არამიზნობრივად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს და ამას 2 მაისს კულტურის სამინისტროს წინ განხორციელებული სპეცოპერაციაც ადასტურებს, რომლის დროსაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

ასევე, სუბარის თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი არამიზნობრივად იყო გამოყენებული 27 მარტს მეხუთე საპყრობილეში პატიმართა ამბოხის ჩახშობისას.
სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

კერძოდ, სუბარის განმარტებით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ 27 მარტს მეხუთე საპყრობილეში პატიმართა ამბოხი სწორედ ბაჩო ახალაიას ქმედებებმა გამოიწვია.

ომბუდსმენის თქმით, ექსვმა პატიმარმა დაადასტურა, რომ 26 მარტს ღამით ახალაიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსჯავრდებულებს, რამაც საბოლოო ჯამში ბუნტი გამოიწვია.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, სუბარის განცხადებით, მასაც ნაკლებად სჯერა თითქოს მთავარი დამნაშავეები აღნიშნულ მკვლელობისთვის დაპატიმრებული სამართალდამცავები არიან.

გარდა ზემოხსენებულისა, სუბარმა პენიტენციარულ სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

სუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის ბადრი ნანეტაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითხოვს. სუბარის თქმით, დასტურდება, რომ ბადრი ნანეტაშვილი აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს-საქმიანობაში.

„ვალერი გელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე შეუწყვიტეს. ნანეტაშვილის ბიზნეს-საქმიანობას კი რამდენიმე ადამიანი დაადასტურებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ომბუდსმენის თქმით, მან უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელშიც ის სადეპუტატო უფლებამოსილების შეუთავსებლობის გამო ბადრი ნანეტაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

ახალი ამბები