ჩხოროწყუს რაიონში მეხანძრეები გაიფიცნენ
ჩხოროწყუ.05.06.06.მედიანიუსი. დღეს ჩხოროწყუს სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეხანძრეებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე სახელფასო დავალიანების გაცემამდე უარი თქვეს და ხელისუფლებას დავალიანების გასტუმრება მოსთხოვეს.
„ყოველწლიურად მხოლოდ 5-6 თვის ხელფასს თუ გვაძლევდენ. ახლა უკვე 40 თვეზე მეტის დავალიანება აქვთ დაგროვილი. ხელფასების გაუცემლობის შემთხვევაში ჩვენ თბილისში ფეხით ჩავალთ და პარლამენტის შენობის წინ გავმართავთ აქციებს“, - ამბობენ გაფიცული მეხანძრეები.
თუმცა მანამდე მეხანძრეებმა ხელისუფლებას სახელფასო დავალიანების გასასტუმრებლად ათდღიანი ვადა მისცეს.
როგორც ჩხოროწყუს გამგეობაში აცხადებენ, მეხანძრეების ხელფასები ბიუჯეტში თანხების მობილიზების შემდეგ გაიცემა.