კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები შეამოწმეს

8 ივნისი, 2006

გორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები შეამოწმეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სამხარეო ადმინისტრაციის და რაიონის გამგეობის კანცელარიის თანამშრომლების მუშაობა საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს ადგილზე შეისწავლა.

სოზარ სუბარის წარმომადგენლები იმ პროცესს დაესწრნენ, როდესაც ადგილობრივი ჟურნალისტები სამთავრობო უწყებებში განცხადებით მიმართავდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციაში „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ გორის წარმომადგენლის განცხადება კანცელარიის უფროსმა რეგისტრაციაში იმ დრომდე არ გაატარა, ვიდრე კანცელარიის უფროსმა არ შეიტყო რომ ჟურნალისტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ახლდა . „რატომ არ მითხარით თავიდანვე, რომ თქვენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხართ?” – ცხარობდა კანცელარიის უფროსი ალექსი ჯალაბაძე.

ჯალაბაძე კი ჟურნალისტს უხსნიდა, რომ განცხადებას დღის ბოლოს 6 საათზე გაუტარებდა რეგისტრაციაში. ამისთვის იშველიებდა „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 79 მუხლს. „მე ამ წუთში არ მცალია. 6 საათზე მოდი და გავატარებ რეგისტრაციაში. კანონში მიწერია, რომ რეგისტრაცია იმ დღესვე უნდა გაატაროო, მაგრამ იმის უფლება მაქვს, რომ დღის განმავლობაში გავატარო რეგისტრაციაში. მერე მოდი და პასუხსაც მაშინ მოგცემ” – აცხადებდა ჯალაბაძე.

უფრო „კურიოზული“ მომენტი შეიქმნა გორის რაიონის გამგეობაში. გამგეობის კანცელარიის სპეციალისტები „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტის“ ჟურნალისტს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს უხსნიდნენ, რომ ჟურნალისტის განცხადება ჯერ რაიონის გამგებელმა უნდა ნახოს, რომელიც შემდეგ ჩვენ დაგვაწერსო.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების თქმით, სამხარეო ადმინისტრაციამ და რაიონის გამგეობამ კანონი დაარღვიეს. ზოგადადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს რეგისტრაციის ნომერი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციის და  გამგეობის თანამშრომლებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი თქვეს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები