კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი ეკა ბესელია ცილისმწამებლურ განცხადებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვს

8 ივნისი, 2006

ადვოკატი ეკა ბესელია ცილისმწამებლურ განცხადებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვს

თბილისი.07.06.06.მედიანიუსი. სეკო ხაბულიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, მიხეილ სვანიძის ადვოკატი ეკა ბესელია იმ „ცილისმწამებლურ“ განცხადებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვს, რომელის თანახმადაც, მიხეილ სვანიძე ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელდა.

როგორც ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსთან, მალხაზ ბოხუასთან იმყოფებოდა. „მალხაზ ბოხუამ განაცხადა, რომ მიხეილ სვანიძე არ არის ამ საქმეში ეჭვმიტანილად ცნობილი და რომ მან არ იცის, რატომ ვრცელდება ასეთი ინფორმაცია. ეს იყო გამაოგნებეული რამ. ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების ძალიან უხეში დარღვევა. ამით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და პირი სახელდება დამანაშავედ მაშინ, როცა ის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობილი არ არის. ვაცხადებთ, რომ სეკო ხაბულიანის მკვლელობა გახსნილი არ არის. ვშიშობთ, რომ შესაძლოა, ასეთი განცხადებების შემდეგ პოლიციამ მიხეილ სვანიძის მამხილებელი ხელოვნური მტკიცებულებების შექმნა დაიწყოს, რათა გამართლდეს წინასწარ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია“, _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციის შემდეგ მიხეილ სვანძის ოჯახი საფრთხეშია. სვანიძის დედის თქმით, მისი შვილის სოცოცხლეს საფრხე ემუქრება, ერთი მხრივ, შესაძლოა, მასზე შური ახლობლებმა იძიონ, მეორე მხრივ, მას საფრთხე ემუქრება პოლიციისგან, რომელიც არასწორი ინფორმაციის გამართლებას შეეცდება.

დაცვის მხარე მოითხოვს, გამოძიებამ უარყოს ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სვანიძის დანაშაულში მონაწილეობის თაობაზე. ასევე, დაადასტუროს, რომ ვერდიქტი ეჭვმიტანილად მისი ცნობის შესახებ, გამოტანილი არ არის. ადვოკატის მოთხოვნაა აგრეთვე, ამ ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და იმის გამოძიება, თუ ვინ გაავრცელა ეს შეგნებულად და ვინ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში.

ახალი ამბები