კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა

8 ივნისი, 2006

სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა

თბილისი.06.06.06.  მედიანიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 27 მარტს ციხეში მომხდარი ბუნტის ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას ადანაშაულებს. ომბუდსმენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პატიმრების შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა და ჟურნალისტებს ე.წ. კანონიერი ქურდის პლატონ მამარდაშვილის აღიარებითი ახსნა-განმარტება გააცნო.

პატიმარი მამარდაშვილი ერთ-ერთია იმ სამიდან, რომელიც 27 მარტს მომხდარი ბუნტის შემდეგ შსს-ის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებში მონაწილეობდა. ეს ჩანაწერები წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომ 27 მარტის ამბოხი წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ამ ფაქტზე შვიდი პირია ბრალდებული. 

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრების ჩაწერის დროს პლატონ მამარდაშვილი ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. „გუშინ ჩვენ 27 მარტის ბუნტთან დაკავშირებით მოვიპოვეთ ოპერატიული ინფორმაცია. ეს ეხება 25 მარტის ჩანაწერს, სადაც კანონიერი ქურდები ზედელაშვილი და მამარდაშვილი ერთ-ერთ პატიმარს ზურაბ ვიბლიანს თვითდაზიანებების მიყენებას და შემდეგ ციხის ადმინისტრაციისათვის დაბრალებას სთხოვდნენ. გუშინ პატიმარმა მამარდაშვილმა მოგვცა აღიარებითი ახსნა-განმარტება, სადაც ის ამბობს, რომ მან ეს გააკეთა უშუალოდ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ადმინისტრაციის დავალებით. პლატონ მამარდაშვილი ამბობს, რომ ის თებერვლის თვეში რამდენჯერმე იმყოფებოდა ბაჩო ახალაიას კაბინეტში, სადაც მას აღნიშნული ჩანაწერების ორგანიზება დაავალეს. პატიმარი დეტალურად აღწერს ბაჩო ახალაიას კაბინეტს. მისი თქმით, ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ბაჩო ახალაია, მისი მოადგილე ნუკრი ხუხუა, მეშვიდე საპყრობილის მაშინდელი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარატამენტის ორი თანამშრომელი და მისთვის უცნობი ორი პიროვნება. მამარდაშვილის თქმით, წინასწარ დაგეგმილი სცენარი მაშინ შეიცვალა, როდესაც ბაჩო ახალაიამ ერთ-ერთ პატიმარს გიორგი ვიბლიანს ხელი გაარტყა და მისგანაც საპასუხო დარტყმა მიიღო. ამის შემდეგ სპეცრაზმმა კონტროლი დაკარგა და ციხის სამკურნალო დაწესებულებებიდან ხმაურმა მეხუთე საპყრობილეში გადაინაცვლა. მამარდაშვილის აღიარების სიმართლეში ისიც გვარწმუნებს, რომ იგი პატიმარ ზედელაშვილთან ერთად სხვებისაგან იზოლირებული იყო და ციხის ადმინისტრაციის გარდა მათთან მესამე მსჯავრდებულს, ვიბლიანს ვერავინ შეიყვანდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია პლატონ მამარდაშვილს თანამშრომლობის სანაცვლოდ თავისუფლებას დაჰპირდა. თუმცა რადგან მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა _ პატიმარს თავისუფლების ნაცვლად ახალი ბრალდება ამბოხის ორგანიზება წაუყენეს. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მამარდაშვილმა სიმართლის აღიარება.

სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული ოპერატიული მასალა გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა და პროკურატურის თანამშრომლებს სიმართლის დადგენისაკენ მოუწოდა.

ახალი ამბები