კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთში პოლიციამ ახალგაზრდები სცემა

15 ივნისი, 2006

ქობულეთში პოლიციამ ახალგაზრდები სცემა

ქობულეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ახალგაზრდა უმიზეზოდ ცემეს და ცეცხლიც კი გაუხსნეს. ფაქტი რაიონის ცენტრში, რაიონული გამგეობის წინ კაფე „გიო“-ში 13 ივნისს საღამოთი მოხდა.

კაფეს თანამშრომელთა განცხადებით, იმ დღეს მათთან რაიონული პოლიციის უფროსი _ დავით არონია და რამდენიმე პოლიციელი ერთ-ერთ მაგიდასთან იხსდნენ. „ცოტა მოშორებით, კაფეს ქვემოთ აქაური ბიჭები რაღაცაზე ხუმრობდნენ. პოლიციელებს ეგონათ რომ მათთზე იცინოდნენ და გინება დაუწყეს, შემდეგ ჩხუბიც აუტეხეს და ცოტა ხანში სროლის ხმაც გაისმა“.

აღნიშნულ ინციდენტს კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც შეესწრო (ისინი ფაქტის შესახებ საუბრობენ, მაგრამ თავდაცვის მიზნით, თავიანთი ვინაობის გამხელას ერიდებიან). „აქ საშინელი ამბავი ტრიალებდა. პოლიციელები ბიჭებს გამეტებით სცემდნენ, შემდეგ ერთი გაექცათ და სროლა დაუწყეს მას. პოლიციელები უფრო საშიშები გახდნენ, ვიდრე კრიმინალები“, _ აღნიშნა ქალბატონმა.

ინციდენტის შესახებ საუბარს თავს არიდებენ დაზარალებული ახალგაზრდები. მათ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან“ საუბარს თავი შიშის გამო აარიდეს: „თქვენ დაცვის გარანტიას ვერ მოგვცემთ. თუნდაც, რომ გაათავისუფლონ ეს პოლიციელები, თუ მათ საჯაროდ ვამხელთ ისინი მაინც არ გაგვახარებენ და ანგარიშს გაგვისწორებენ“. 

ქობულეთის პოლიციის განყოფილების უფროსი, დავით არონია აცხადებს, რომ იმ დღეს აღნიშნულ კაფე-ბარში იმყოფებოდა, თუმცა მსგავს ინციდენტს კატეგორიულად უარყოფს _ „არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, იმ დღეს თანამშრომლის ცოლის შერთვას ავღნიშნავდით, შემდეგ სახლებში წავედით, არც არანაირი სროლა იქ არ ყოფილა“.

აღნიშნული ინციდენტი ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. დაზარალებულები არც საავადმყოფოს ჟურნალში ფიგურირებენ. მორიგე ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც მეგობრებს მიუყვანიათ ჰქონდა თირკმლის დაჟეჟილობა და ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა, თუმცა საავადმყოფოში დარჩენაზე უარი უთქვამს.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები