კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის ბიზნესთან დაკავშირებული დასკვნა ოთხშაბათისთვის იქნება მზად

19 ივნისი, 2006

დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის ბიზნესთან დაკავშირებული დასკვნა ოთხშაბათისთვის იქნება მზად 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის ბიზნესის კანონიერებასთან დაკავშირებულ დასკვნას  21 ივნისს  წარმოადგენს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა 16 ივნისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მის კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვადა 21 ივნისს ეწურება და იგი ვალდებულია საკითხის შესწავლა ამ დროისთვის დაასრულოს.

ბადრი ნანიტაშვილმა, რომელიც უნდობლობას უცხადებს მისი საქმიანობის კანონიერების შემსწავლელ ჯგუფს, მონაწილეობა არ მიიღო დღეს გამართულ სხდომაში, სადაც მოყვანილმა პირებმა ჩვენებები მის საწინააღმდეგოდ მისცეს. ამასთან, ნანიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ცილისწამებისა და საქმის მასალების არაობიექტურად წარმოჩენისთვის სახალხო დამცველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მოპოვებული მასალების საფუძველზე პარლამენტში ეჭვობენ, რომ ნანეტაშვილი დეპუტატის სტატუსს ბიზნესსაქმიანობასაც უთავსებდა, რაც, შესაძლებელია, მისთვის დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი გახდეს.

გუშინ კომიტეტმა ტელეკომპანია ”თრიალეთის” ჟურნალისტები დაკითხა, რომლის დამფუძნებელიც ნანეტაშვილია. მათი ერთი ნაწილი ბადრი ნანეტაშვილის წინააღმდეგ გამოდის და მას ზეწოლაში ადანაშაულებს, სხვები კი მის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ დეპუტატი ტელეკომპანიის მართვაში არ მონაწილეობს.

მოგვიანებით ნანეტაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მან საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

media.ge

ახალი ამბები