კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ჟურნალისტები მათი დარბევისათვის რეაგირებას გენპროკურატურისა და შს სამინისტროსგან ითხოვენ

22 ივნისი, 2006

გორელი ჟურნალისტები მათი დარბევისათვის რეაგირებას გენპროკურატურისა და შს სამინისტროსგან ითხოვენ

გორის ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“  და გაზეთ „თრიალეთის“ თანამშრომლებმა 22 ივნისს  საჩივრით მიმართეს გენპროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მათ მოხდინონ რეაგირება   21 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ მოშიმშილე ჟურნალისტების დარბევის ფაქტზე.

ამავე ინციდენტის გამო ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს.
ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი,  21 ივნისს საღამოს „თრიალეთის“ ორ მოშიმშილე ოპერატორთან ერთად  მთავრობის კანცელარიასთან პატრულის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით აიყვანეს და  აქციის ადგილიდან, მოშორებით, სანაპიროზე მანქანიდან ჩამოსვეს.

ჯონი ნანეტაშვილის ცნობით, პატრულმა საპროტესტო  აქციის დაშლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს დააპატიმრებდნენ.
„ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით აქცია შევწყვიტეთ“ - განაცხადა 22 ივნისს ჯონი ნანეტაშვილმა.

„თრიალეთის“ თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია 20 ივნისს დაიწყეს. ჟურნალისტები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან გარანტიას ითხოვდნენ, რომ „თრიალეთი“ არ შეწყვეტდა მუშაობას. აქცია, პარლამენტში „თრიალეთის“  დამფუძნებლის, ბადრი ნანეტაშვილის საქმიანობის სადეპუტატო სტატუსთან შეუთავსებლობის საკითხის  შესწავლის პარალულურად მიმდინარეობდა.

საკანონმდებლო ორგანომ 21 ივნისს  ნანეტაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, დეპუტატის  სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით.
მოქმედი კანონით, პარლამენტარს ბიზნეს-საქმიანობის უფლება არ აქვს,  სპეციალური საპარლამენტო კომისის დასკვნაში კი, რომლის საფუძველზეც ბადრი ნანეტაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა,  ნანეტაშვილი  მედია ორგანიზაციებს მართავდა.

http://www.media.ge/news_detailed.php?id_numb=995

ახალი ამბები