კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო მოსამართლეების გარეშე

22 ივნისი, 2006

სასამართლო მოსამართლეების გარეშე

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხელვაჩაურის რაიონში მართლმსაჯულების ორგანო გაჩერებულია. შესაბამისად, ყველანაირი სამართალწარმოება გაურკვეველი ვადით გადადებულია - სასამართლოში პროცესები აღარ ტარდება.

7 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონული სასამართლოს მოსამართლეს - ბადრი ჩამბას უფლებამოსილება შეუწყვიტა. ჩამბამ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ შედეგი, ჯერჯერობით უცნობია. ბადრი ჩამბა ამ ეტაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

მანამდე უფლებამოსილება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს, ნოდარ ბოლქვაძეს შეუჩერეს. თუმცა, მას ეს არ გაუსაჩივრებია.

რაიონულ სასამართლოში დარჩა ერთი მოსამართლე ამირან ხიმშიაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის გამო მოვალეობას 9 ივნისიდან ვერ ასრულებს.

ამ ეტაპზე რაიონულ სასამართლოში ყველა საქმის განხილვა შეჩერებულია. როგორც მოსამართლე ბადრი ჩამბას თანაშემწემ, ირალი აბაშიძემ გვითხრა: „სააპელაციო სასამართლოს იმ საქმეეზე ვთხოვთ ვადის გაგრძელებას, რომელთაც ვადა გასდით“.

12 ივნისიდან, ახალ საქმეებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (ბათუმის სასამართლოში მივლინებული) ჟანა ჯიბლაძე იხილავს.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები