კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადლიის საბაჟოზე ტვირთებს უკანონოდ აჩერებენ

22 ივნისი, 2006

ადლიის საბაჟოზე ტვირთებს უკანონოდ აჩერებენ

გუშინ სამშენებლო ფირმა, შპს „მერკურმა“ პრესკონფერენცია გამართა. უკვე მეორედ, ფირმის მიერ თურქეთიდან შემოტანილ სამშენებლო მასალებს ადლიის საბაჟო ტერმინალზე გარკვეული პერიოდით უკანონოდ აჩერებენ. მიზეზი საბაჟო ღირებულების ვერ, თუ არ დადგენაა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და ფირმას ამის გამო  ზარალი ადგება.

„13 ივნისს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „მერკურმა“ თურქეთიდან სამშენებლო საქონელი შემოიტანა. მის რელიზაციასაც ფირმა მაღაზიათა ქსელში ახორციელებს. ეს არის ჩვეულებრივი საქონელი, რაც საქართველოს ყველა სამშენებლო მაღაზიაში შეიძლება ნახოთ. ფირმამ დეკრალაციასთან ერთად  საქონლის წარმოშობის დოკუმენტები და მისი ღირებულებათა დამადასტურებელი ინვოისები წარადგინა. მიუხედავად ამისა, საბაჟო ორგანომ საბაზრო ღირებულების დასადგენად ჯერ დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართა და შემდეგ, ფინანსურ პოლიციას. რატომ უნდა ხდებოდეს საქონლის ღირებულების დადგენა ფინანსური პოლიციის მიერ? ეს ჯაჭვური რეაქცია დროში იწელება. აქ ადგილი აქვს საბაჟოს მიერ დროის გაჭიანურებას, რითაც ზიანი ადგება ფირმის სამეწარმეო საქმიანობას“, - განაცხადა ფირმა „მერკურის“ ადვოკატმა მალხაზ აბულაძემ.

ფირმის ხელმძღვანელობის განცხადებით, პირველ შემთხვევაში „მერკურს“ 2 ათასს დოლარამდე ზარალი მიადგა. შპს „მერკური“ სარჩელის შეტანას აპირებს სასამართლოში და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

რაც შეეხება ტვირთს, 13 ივნისის შემდეგ ჯერ კიდევ ადლიის საბაჟო ტერმინალზეა გაჩერებული და ექსპერტების მიერ ღირებულების დადგენას ელოდება.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები