კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია 25-ის პარალიზებას ცდილობენ

22 ივნისი, 2006

ტელეკომპანია 25-ის  პარალიზებას ცდილობენ

გუშინ აჭარის მთავრობის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა ბათუმის ტელეკომპანია 25-ე არხის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გამართეს.

ტელეკომპანია 25-ე არხი სასტუმრო „მედეას“, რომელიც ყაზახმა ინვესტორებმა შეიძინეს, შენობაშია განთავსებული. უკვე 6 დღეა, რაც სასტუმროს შუქი არ მიეწოდება და ტელევიზიის მაუწყებლობას პრობლემები შეექმნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ აღნიშნული ტელევიზიის პარალიზებას ცდილობენ.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ავთო გადახაბაძის განცხადებით, „არ გამოვრიცხავთ, რომ არის დაფარული სურვილი მედეასაშუალების დაუფლებისა. აშკარაა, რომ ვიღაცა პირებისგან ინვესტორებს აქვთ ზეწოლა ჩვენი გადასვლის საკითხთან დაკავშირებით“. გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორები ტელეკომპანიის შენობიდან გასვლას არ უპირებდნენ. ამას თვით ტელევიზიის ხელმძღვანელობაც აღნიშნავს.  

ტელეკომპანია 25-ე არხი 1995 წლიდან სასტუმრო „მედეას“ შენობაშია განთავსებული. მას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული სასტუმროსთან, (რომლის 100% მფლობელი სახელმწიფოა) რომ 2008 წლამდე ტელევიზია ამ ობიექტში იქნებოდა. „ხელშეკრულებაში არანაირი მუხლი არ დევს, შენობის გაყიდვის, ან სხვა შემთხვევის დროს თუ რა ვალდებულებას იკისრებდნენ, ეს შეგნებულად არის გამოტოვებული“, - აღნიშნა გადახაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია საკაბელო ტელევიზიით მაინც შეეცადა მაუწყებლობას, მაგრამ „ვიღაც პირების პირდაპირი დავალებაა, რომ საკაბელო ტელევიზიამ შეწყვიტოს 25-ე არხის პაკეტში მაუწყებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფინანსური შემოწმება ელოდებათ“, - ვარაუდობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

მხარდასაჭერი აქცია მცირე დროით გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა შორიახლოს პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები