კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ ინტერნეტში - ეროვნული ინტერნეტ კონკურსი 2006 დასრულდა

23 ივნისი, 2006

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ ინტერნეტში - ეროვნული ინტერნეტ კონკურსი 2006 დასრულდა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ინტერნეტ გაზეთმა და ვებ პორტალმა ადამიანის უფლებების შესახებ www.HumanRights.ge “ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში”, ნომინაციაში საუკეთესო საინფორმაციო რესურსი მეორე ადგილი მოიპოვა.

კონკურსმა სტარტი 2006 წლის 15 მაისს აიღო. ერთი თვის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობის სურვილი 900-ზე მეტმა საიტმა გამოთქვა. 21 ივნისს  9 კაცისაგან შემდგარი პროფესიონალი ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილი გამარჯვებული საიტების დაჯილდოება მოხდა.
5 ნომინაციაში საიტებმა ფულადი ჯილდოები და სხვა ფასიანი პრიზები მიიღეს, დანარჩენი ნომინაციების (კორპორატიული საიტი, სახელმწიფო არასამთავრობო და რეგიონალური რესურსი) დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე  დაჯილდოებულ იქნა საიტი, რომელიც  მოხმარებელთა ყველაზე მეტი ხმა შეაგროვა SMS –ის საშუალებით.

საპრიზო ადგილების გარდა კონკურში დარეგისტრირებული 900-ზე მეტი საიტიდან ნომინაციების მიხედვით ტოპ - 10-ში შესული საიტებიც გამოვლინდა. კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალზე აღნიშნულ საიტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კონკურსის შედეგებმა აჩვენეს, რომ მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ინტერნეტის განვითარებისაკენ არის მიმართული საზოგადოებაში საკმაოდ დიდ ინტერეს იჩენს.

“ეროვნული ინტერნეტ კონკურსი” ყოველწლიური ღონისძიებაა და შესაბამისად შემდეგ წელს ამავე პერიოდში ჩატარდება. 

გამარჯვებული საიტები არიან:

საუკეთესო საინფორმაციო რესურსები:

1. www.medportal.ge
2. www.humanrights.ge
3. www.media.ge

საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსები:

1. www.bavshvi.ge
2. www.opera.ge
3. www.lib.ge

საუკეთესო კორპორატიული რესურსები:

1. www.bcv.ge
2. www.family.ge
3. www.peoplesbank.ge

საუკეთესო საბავშვო რესურსები:

1. children.wanex.net
2. www.kids.ge
3. www.children.ge

ელექტრონული სერვისები და კომერცია:

1. www.fonts.ge
2. www.wineshop.ge
3. www.translate.ge

ინოვაციური რესურსები:

1. www.fonts.ge
2. www.wineshop.ge
3. www.translate.ge

(ამ ნომინაციაში ორი პირველი ადგილი ორმა რესურსმა გაიყო).

საუკეთესო სახელმწიფო, არასამთავრობო და რეგიონალური რესურსები:

1. www.mod.gov.ge
2. www.dlf.ge
3. www.borjomi2014.ge

ხალხის სიმპათია:

1. www.interes.ge

ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაცია გასართობი რესურსები გაუქმდა, რადგანაც ამ ნომინაციაში წარმოდგენილი საიტები, ზოგ შემთხვევაში  თავისი შინაარსით და ზოგ შემთხვევაში იმ ფაქტით, რომ მათში არ იყო გათვალისწინებული საავტორო უფლებათა დაცვა გამოქვეყნებულ მასალებზე,  არ შეესაბამებოდა კონკურსის გაცხადებულ ძირითად პრინციპს ქართული კონტენტის განვითარებისა.

ამ ნომინაციისათვის გამოყოფილი ფულადი პრიზი გადანაწილდა სხვა ნომინაციებზე.

ახალი ამბები