კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვიან

27 ივნისი, 2006

ნაცემი ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვიან

15 ივნისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ნაცემი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოძიების არაობიექტურობაზე მიანიშნებენ და პროტესტის ნიშნად, 28 ივნისს, ოთხშაბათს პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვიან.
 
დაზარალებული ჟურნალისტები დღის 12 საათზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის წინ შეიკრიბებიან, სადაც ისინი გამოძიების გააქტიურებას, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, დანარჩენი დამრბევების, დარბევის ორგანიზატორების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ. მოთხოვნების დაუყოვნებლივ შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, რამდენიმე მათგანი საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობასაც არ გამორიცხავს.

„შეიძლება ითქვას პროკურატურა დაზარალებულებს მასხარად გვიგდებს, რადგან დღეისათვის მხოლოდ ორი დამრბევია დაკავებული, ერთს კი სიღნაღის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაო შეუფარდა. მიუხედავად ჩვენი დეტალური ჩვენებებისა, ადამიანები, რომლებიც აქტიურად გვცემდნენ, ტექნიკის დალეწვაში მონაწილეობდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და გვაფურთხებდნენ კვლავ გარეთ არიან. არაფერი კეთდება იმ პოლიციელთა დასასჯელად, რომელნიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ და ძალადობა არ აღკვეთეს. პირიქით, დამრბევებს იცავდნენ და ხელს უწყობდნენ. დარბევის ორგანიზატორების გამოვლენას კი, მათი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ ცდილობენ,“- აცხადებენ დაზარალებული ჟურნალისტები, რომელთაც აქციის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

დაკავებული პირების გარდა, დარბევაში მონაწილეობას იღებდნენ ვინმე ვანო ვარდიაშვილი და კიდევ აქტიურად სამი სხვა მამაკაცი, რომელთა აღწერილობის შესახებაც პოლიციას დეტალური ჩვენება აქვს მიცემული. გარდა ამისა, პოლიციელები იაგო კოჭლამაზაშვილი, ბესიკ ფხოველიშვილი, გია სირაშვილი და კიდევ ორი პოლიციელი ინციდენტის დაწყებიდან დამთავრებამდე უმოქმედოდ იყვნენ და დახმარებას დამრბევებს უწევდნენ.  ჟურნალისტთა დარბევის აციაში მონაწილეობდნენ სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორი იზა ბუღათრიშვილი  და მისი დავალებით 13-14 წლის ბავშვებიც.


 

ახალი ამბები