კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა აღწერა დაიწყო

28 ივნისი, 2006

საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა აღწერა დაიწყო

თბილისი.27.06.06.მედიანიუსი. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გუშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ლტოლვილი მოსახლეობის აღწერა დაიწყო. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარდება. ბოლო ორი დღის მონაცემებით ახმეტის რაიონში  რეგისტრაცია 150-ზე მეტმა ლტოლვილმა გაიარა.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი აცხადებს, ჩეჩნები აქტიურობენ, რაც სამინისტროს თანამშრომლებს ჩეჩენი ლტოლვილების ზუსტი რაოდენობის დადგენაში დაეხმარება.

„საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 1600 ადამიანს უტოლდება. ლტოლვილთა რეგისტრაციაში ჩვენთან ერთად, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც მონაწილეობენ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიც. უკანასკნელ პერიოდში, ჩვენ 900 ადამიანს ჩამოვართვით ლტოლვილის მოწმობა. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და წლების განმავლობაში უკანონოდ იღებდნენ იმ დახმარებას, რომელსაც გაერო ჩეჩენ ლტოლვილებს უწევდა,“ – აღნიშნა გიორგი ხევიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახმეტის რაიონში ლტოლვილების რეგისტრაცია 9 ივლისამდე გასტანს. 10 ივლისიდან 25 ივლისამდე კი ეს პროცედურა თბილისში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გაგრძელდება. პროცედურის გავლა საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ლტოლვილს შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი რეგისტრაციაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდება, მან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 31 ივლისიდან 30 სექტემბრამდე უნდა მიმართოს.

ახალი ამბები