კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტში ლექტორი რექტორს უპირისპირდება

28 ივნისი, 2006

თელავის უნივერსიტეტში ლექტორი რექტორს უპირისპირდება

„თელავის უნივერსიტეტს კლანი მართავს და იქ ნეოფაშიზმის აჩრდილი დადის...“ – აცხადებს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ელდინო ჯანგულაშვილი. ეს განცხადება მან 26 ივნისს, ფაკულტეტების დეკანთა არჩევნების შემდეგ გააკეთა.

26 ივნისს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების დეკანთა არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. კენჭისყრა ფარული იყო. სიტუაცია უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთ კანდიდატს, ელდინო ჯანგულაშვილს მისივე კოლეგამ, ნინო ნახუცრიშვილმა მიღებული ხმების რაოდენობით აჯობა.
 
ნინო ნახუცრიშვილი თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და კოლეგებს ნდობისათვის მადლობას უხდის. უნივერსიტეტის პედაგოგების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ 26 ივნისს უნივერსიტეტში ყველაფერმა სამართლიანად ჩაიარა. მათ აზრს თელავის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოცირიძეც იზიარებს.
 
არჩევნების არაობიექტურობაზე საუბრობს დამარცხებული ელდინო ჯანგულაშვილი და თელავის უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაში მთავარ დამნაშავედ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი გოცირიძეს მიიჩნევს.

„რაც გია გოცირიძე რექტორია, თელავის უნივერსიტეტში ნეოფაშიზმის აჩრდილი დადის. გოცირიძე კლანურ სისტემაში აღზრდილი ადამიანია და თავად ქმნის კლანებს...“ – აცხადებს ე. ჯანგულაშვილი.

გია გოცირიძე ჯანგულაშვილის ბრალდებების გაბათილებას ცდილობს და აცხადებს, რომ სწორედ მისი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მოსვლის შემდეგ დაინიშნა ელდინო ჯანგულაშვილი პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანად. გია გოცირიძის განცხადებით, ჯანგულაშვილმა თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ „მან ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რაც სჭირდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევას...“

ელდინო ჯანგულაშვილი ირწმუნება, რომ ნინო ნახუცრიშვილის გამარჯვება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული და 26 ივნისს უნივერსიტეტში „ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით განვითარდა.“
 
ჯანგულაშვილი პოზიციის დათმობას არ აპირებს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები