კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენგურჰესზე მომხდარი ავარიის მიზეზს უსაფრთხოების წესების დაუცველობას მიაწერენ

30 ივნისი, 2006

ენგურჰესზე მომხდარი ავარიის მიზეზს უსაფრთხოების წესების დაუცველობას მიაწერენ

ერთი კვირის წინ ენგურჰესზე მომხდარი ავარიის შედეგად ექვსი მუშა რამდენინე საათით ჩაიკეტა სადერევაციო გვირაბში. ექვსიდან ერთ-ერთმა გვირაბში წარმოქმნილი წნევისაგან სერიოზული დაზიანება მიიღო. მართალია, ავარია დროულად იქნა ლოკალიზებული, მაგრამ, როგორც ირკვევა, მისი მიზეზი შრომითი უსაფრთხოების წესების დაუცველობა გახდა.

სარემონტო სამუშაოები კარგა ხანია მიმდინარეობს. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დირექტორი ლევან მებონია სარემონტო სამუშაოების დასრულებას ერთი თვის წინ ვარაუდობდა, თუმცა სარემონტი სამუშაოები დაგეგმილზე გაცილებით დაგვიანებით მიმდინარეობს.
 
აქვე აღვნიშნავთ, რომ ენგურჰესის გაჩერებამ ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგან წლების მანძილზე თაღოვანი კაშხალი გაზაფხულზე განსაკუთრებულად წყალუხვ მდინარე ენგურს აკავებდა.
  
ენგურჰესის ადმინისტრაცია ავარიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, უმცა ავარიის მიზეზად უსაფრთხოების წესების დაუცველობას უარყოფს.

მაია ღუბელაძე ზეგდიდიდან

ახალი ამბები