კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ჰიუმან რაითს ვოჩი": ჯორჯ ბუში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს

1 ივლისი, 2006

"ჰიუმან რაითს ვოჩი": ჯორჯ ბუში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს

 ნიუ იორკი, 30 ივნისი, 2006 - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს საქართველოში ადამიანის უფლებების რეგრესიაზე ყურაღება უნდა გაამახვილოს, აცხადებს ‘ჰუმან რაითს ვოჩი’.

„ჯორჯ ბუში საქართველოს ცვლილებების დადებით მოდელად იხსენიებს, თუმცა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგაშოა“, - განაცხადა „ჰუმან რაითს ვოთჩი“-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალურ აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერმა.

‘ჰუმან რაითს ვოჩმა’ ჯორჯ ბუშის მიმართ გაგზავნილ წერილში საქართველოს მთავრობის მიერ პატიმრებთან მიმართების შესახებ ისაუბრა, განიხილა სამართალდამცავების მიერ ძალის გადაჭარბებულად გამოყენებისა და სასამართლოებში შექმნილი მდგომარეობის საკითხი. „ჰუმან რაითს ვოჩის“ ინფორმაციით, ციხეებში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, პატიმრებისათვის არ არის  საკმარისი ადგილი, შეზღუდულია პატიმრებთან მნახველებისა და ადვოკატების მისვლა. ორგანიზაცია ასევე საუბრობს სასამართლო სისტემის არაობიექტურობასა და მოსამართლეების დისციპლინარულ დევნაზე.

საქართველოს მთავრობა ახალ პოლიტიკურ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის.

„ჰუმან რაითს ვოჩი“ ამ რეფორმას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევით არ უნდა მიმდინარეობდეს. ორგანიზაცია ეჭვობს, რომ სააკაშვილის მთავრობა პატივს არ სცემს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

„ბუშის ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს,“-აცხადებს კარტნერი, „თუმცა ამან არ უნდა გამორიცხოს კონსტრუქტიული და კრიტიკული დიალოგი მხარეებს შორის. დროა ეს საკითხები ახლა წამოიწიოს წინ, სანამ ეს პრობლემები სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმებით გამართლდება“.

წერილის სრული ვერსია იხილეთ:
http://www.humanrights.ge/files/Human%20Rights%20Watch.pdf

ახალი ამბები