კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცველებმა მონასტერში სპეცოპერაცია ჩაატარეს

3 ივლისი, 2006

სამართალდამცველებმა მონასტერში სპეცოპერაცია ჩაატარეს
 

თბილისი.02.07.06.მედიანიუსი. მარადქალწულ მარიამის შობის სამონასტრო კომპლექსში დღეს 30-მდე შეიარაღებულმა ნიღბიანმა სამართალდამცველმა ჩხრეკა ჩაატარა. სამონასტრო კომპლექსი დმანისის რაიონში, ხრამის ხეობაში მდებარეობს. ის დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯულმა) ახლახან გახსნა.

როგორც „მედიანიუსს“ მეუფე ზენონმა უთხრა, ნიღბიანები სამონასტრო კომპლექსში ეჭვმიტანილის ძებნის საბაბით შევიდნენ. თუმცა, მათ ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ.

მისივე თქმით, სამონასტრო კომპლექსში შესულებმა ძირს დააწვინეს მორჩილები, მიუშვირეს ავტომატები და დაემუქრნენ, თუ გაინძრევით, გესვრითო. მათ მორჩილებს სამონასტრო კომპლექსში მყოფი რესტავრატორებიც მიაყოლეს და „გაჩხრიკეს მთელი სამონასტრო კომპლექსი“.

ეჭვმიტანილები სამინისტრო კომპლექსში ვერ  აღმოაჩინეს. თუმცა, სამართალდამცველებმა სამონასტრო კომპლექსი ისე დატოვეს, რომ ღვთისმსახურებისათვის ბოდიშიც არ მოუხდიათ.

ახალი ამბები