კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულხან მოლაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

3 ივლისი, 2006

სულხან მოლაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

თბილისი.02.07.06.მედიანიუსი. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ადვოკატები მოლაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23 ივნისის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც „მედიანიუსს“ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა უთხრა, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უზენაესი სასამართლოს განჩინება დაცვის მხარეს ხელზე ჩაბარდება. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს განჩინება მისი გამოცხადებისთანავე უნდა გადასცემოდა. თუმცა, კანონი დაირღვა და მათ ეს დოკუმენტი ჯერაც არ მიუღიათ. ამის შესახებ ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოს წერილობით უკვე მიმართეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ანალოგიურ მიმართვას სასამართლოში დამდეგ კვირაშიც წარადგენენ.

იოსებ ბარათაშვილის თქმით, სულხან მოლაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი სამივე ინსტანციის (საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს), სასამართლოში დაირღვა. ლაპარაკია მე-6 მუხლზე, რომელიც სამართლიანი სასამართლოს, დაცვის უფლებას, მხარეთა თანასწორობას და შეჯიბრებითობას გულისხმობს. ანუ სასამართლო პროცესზე არ დაიკითხა დაცვის მხარის არცერთი მოწმე და ექსპერტი. დაირღვა მე-14 მუხლიც, რომელიც დისკრიმინაციის დაუშვებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, სულხან მოლაშვილის მიმართ სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია ხორციელდება.

სტრასბურგის სასამართლოში სულხან მოლაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება იქნება.

სულხან მოლაშვილი 2004 წლის 23 აპრილს დააკავეს. ძირითადად ბრალდებებად მას თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვა წაუყენეს. 2006 წლის 23 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოლაშვილისთვის თავისუფლების 8 წლით აღკვეთის შესახებ.

ახალი ამბები