კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თანასწორობის ინსტიტუტის დაპატიმრებული ორი წევრი კვლავ საავადმყოფოში რჩება

3 ივლისი, 2006

თანასწორობის ინსტიტუტის დაპატიმრებული ორი წევრი კვლავ საავადმყოფოში რჩება

თბილისი.02.07.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ლაპარაკია არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხუთ წარმომადგენელზე - ირაკლი კაკაბაძეზე, ლაშა ჩხარტიშვილზე, ზურაბ რთველიაშვილზე, დავით დალაქიშვილსა და ჯაბა ჯიშკარიანზე, რომლებსაც, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ეკა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სააპელაციო სასამართლოს ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები მეგაფონით სასამართლოს საქმეების ობიექტურად განხილვისა და „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ“ მოუწოდებდნენ.

არასამთავრობოთა კოალიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე მოუწოდებს, მიმართონ აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რათა მან ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს პრეზიდენტზე, „საქართველოში არსებული ანტიდემოკრატიული რეჟიმის შეცვლისა და სინდისის პატიმრების უპირობო და დაუყოვნებელი განთავისუფლებისთვის“.

თანასწორობის ინსტიტუტის დაკავებული წარმომადგენელთაგან ორი ამჟამად  რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დიაბეტით დაავადებული ირაკლი კაკაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც "მედიანიუსს" ადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ უთხრა, კვლავ მძიმეა; მკურნალობის მიუხედავად, ვერ ხერხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ კი სისხლში შაქრის დონის  დასტაბილურება.

რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, აქვს ქრონიკული ჰაიმორიტი და ხშირად მაღალი ტემპერატურა.  ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ პერიოდს.

ახალი ამბები