კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი ირაკლი კაკაბაძეს უკანონო პატიმრად მიიჩნევს

4 ივლისი, 2006

სოზარ სუბარი ირაკლი კაკაბაძეს უკანონო პატიმრად მიიჩნევს

თბილისი.04.07.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ეკა ტყეშელაშვილს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ირაკლი კაკაბაძეს და მის რამდენიმე თანამოაზრეს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კერძოდ, მოსამართლის თქმით, კაკაბაძე და თანასწორობის ინსტიტუტის სხვა წევრები სასამართლოს ტერიტორიაზე აქციითა და შეძახილებით პრობლემებს უქმნიდნენ სააპელაციო სასამართლოს მუშაობას, რომელიც ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლების შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის საქმეს განიხილავდ.

სოზარ სუბარის აზრით, მოსამართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პატიმრობის შეფარდების უფლება, თუ ეს უკანასკნელი წესრიგს სასამართლოს შენობაში არღვევს. სახალხო დმცველის თქმით, 29 ივნისს კაკაბაძე და თანასწორობის ინსტიტუტის სხვა წევრები სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ და მოსამართლეს მათთვის პატიმრობის შეფარდების უფლება არ ჰქონდა.

ახალი ამბები