კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაციას კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა

4 ივლისი, 2006

სპეცოპერაციას კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა

თბილისი.04.07.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციისას კიდევ ერთი ახალგაზრდას დაღუპვის გამო.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2006 წლის 3 ივლისს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს 23 წლის გელა ცინდელიანი. პოლიციის ოპერაცია დაღუპულის ძმის, გოჩა ცინდელიანის დაკავებისათვის დაიგეგმა, თუმცა ძებნილი ადგილზე არ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მაცხოვრებელი გარიკ ჩხვიმიანი კი პოლიციამ სისხლიანი სპეცოპერაციის გამო აღშფოთების ხმამაღლა გამოთქმისთვის დააკავა.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. ინციდენტს, პარალელურად, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც სწავლობენ.

ახალი ამბები