კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამართლიანობა“ ხელისუფლებას ფიზიკურ ზემოქმედებაში ადანაშაულებს

10 ივლისი, 2006

„სამართლიანობა“ ხელისუფლებას ფიზიკურ ზემოქმედებაში ადანაშაულებს

თბილისი.10.07.06.მედიანიუსი. პარტია „სამართლიანობის“ ხელმძღვანელობა ხელისუფლებას პარტიის ლიდერებსა და წევრებზე ფიზიკურ ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „სამართლიანობის“ პოლიტიკური საბჭოს  წევრმა გელა ღლიღვაშვილმა განაცხადა, 7 ივლისს პარტია „სამართლიანობის“ ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გენადი არჩუაძეს სოფელ კარალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი უცნობი პირი თავს დაესხა და სასტიკად ცემა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები ლურჯი ფერის „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ (რუსეთის ფედერაციის სანომრო ნიშნით).

ღლიღვაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი გენადი არჩუაძეზე თავდასხმის უკვე მეოთხე შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ ყოფილა. „კატეგორიულად მოვითხოვთ, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ და დამნაშავე პირები დაისაჯონ“, - განაცხადა გელა ღლიღვაშვილმა.

ახალი ამბები