კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლულის ადვოკატები გენერალურ პროკურორს მიმართავენ

11 ივლისი, 2006

კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლულის ადვოკატები გენერალურ პროკურორს მიმართავენ

თბილისი.10.07.06.მედიანიუსი. 2 მაისს თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის, ზურაბ ვაზაგაშვილის დედა ციალა შანავა და ადვოკატები: მალხაზ ჯანგირაშვილი და ირმა ჭკადუა სპეცოპერაციის შემდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, ამ დღეს სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ოპერაციას ორი ადამიანი: ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ემსხვერპლა, მესამე - ბუბა ბუთურიძე კი მძიმედ დაიჭრა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მალხაზ ჯანგირაშვილმა და ირმა ჭკადუამ აღნიშნეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარეობს. კერძოდ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს საქმეს პოლიციის მუშაკების მიერ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე. ეს კი დამნაშავისთვის მხოლოდ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს კრიმინალურმა დეპარტამენტმა კი გამოძიება 2 მაისს, ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვისა და ბუბა ბუთურიძის მიმართ ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე დაიწყო.

ადვოკატების თქმით, საქმის ძიებისას ორივე უწყება მიკერძოებული და არაობიექტურია. ეს ორი საქმე კი, დროის გაყვანისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხელოვნურად არის ორად გახლეჩილი.

ორი საქმის გაერთიანებისა და მისი გენერალური პროკურატურისადმი დაქვემდებარების მოთხოვნით ადვოკატებმა და გარდაცვლილის დედამ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს 7 ივლისს წერილობით მიმართეს. თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ, რითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლი დაირღვა.

ახალი ამბები