კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი პარლამენტარ გოჩა ჩახვაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

13 ივლისი, 2006

სოზარ სუბარი პარლამენტარ გოჩა ჩახვაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

თბილისი.12.07.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტის წევრის გოჩა ჩახვაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

ასეთი რეკომენდაციით სუბარი პარლამენტის წინაშე 14 ივლისს წარსდგება, როდესაც დეპუტატებს 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს გააცნობს.

სახალხო დამცველი ჩახვაძეს გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.
ხარაგაულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გურამ ჩახვაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ის თავიდს მეუღლეს ეთერ ჭუმბურიძეს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ჭუმბურიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატიმრობაშიც იყო.

სოზარ სუბარის განმარტებით, ის გაეცნო გამოძიების მასალებს, რომელშიც დადასტურებულია, რომ ეთერ ჭუმბურიძეს გოჩა ჩახვაძისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსვრია.
ომბუდსმენის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ჭუმბურიძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა ასეთი კი, პირველ რიგში, დეპუტატი ჩახვაძეა.

აღნიშნული ფაქტის შესწავლას აპირებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც. როგორც `მედიანიუსს~ პარლამენტის  ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჩახვაძის ფაქტი მსჯელობის საგანი გახდება.

ახალი ამბები