კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ან გამგებლობა... ან რეზერვისტობა

14 ივლისი, 2006

ან გამგებლობა... ან რეზერვისტობა

გორის რაიონის სოფლების გამგებლები და სკოლების დირექტორებიც კი ორფოლოს პოლიგინზე წვრთნებს კარგა ხანია გადიან. ჯერ-ჯერობით, ბოლო არ უჩანს სამხრეთ საქართველოში რამდენიმე ათასიან რეზერვისტთა წვრთნებს, მაგრამ ამ რეზერვისტთა წვრთნებით ყველაზე მეტად იმ სკოლის პედაგოგები არიან დამწუხრებულები, რომელთა მამაკაცი დირექტორები პოლიგონზე გაამწესეს.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან“ საუბარში ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ნინო ბედოშვილი აღნიშნავს, რომ თითქმის ერთი თვეა ხელფასს ვერ იღებს დირექტორის რეზერვისტობის გამო. ის და სხვა პედაგოგები ელოდებიან იმას, თუ როდის გამოუშვებენ რეზერვისტ დირექტორებს ორფოლოს პოლიგონიდან და როდის შეძლებენ შინ დაბრუნებული დირექტორის ბრძანებით ხელფასის აღებას.

უფრო რთულად აქვთ საქმე საკრებულოების გამგებელს. თუ რომელიმე საკრებულოს გამგებელი საკუთარი სოფლიდან 20-25 კაცს რეზერვისტთა ბანაკში გასაგზავნად ვერ მოაგროვებს, მაშინ ის გამგებელი თანამდებობას აუცილებლად დატოვებს. ეს ბრძანება უშუალოდ მხარის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა გასცა. მიუხედავად ამ მუქარისა, ბევრმა გამგებელმა მაინც ვერ მოახერხა სათანადო რაოდენობის მოხალისეების პოვნა და გადაწყვიტეს რიგები საკუთარი თავით და თანამშრომლებით შეევსოთ. რიგები სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმაც შეავსეს და გუბერნატორი მოადგილეებითურთ ორფოლოს პოლიგონზე იწვრთნება.

მანამდე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავვმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ გორში რეზერვისტების მომზადების დონე შეაფასა. ბობოხიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმ გორელი რეზერვისტების მომზადების დონით, რომლებსაც გუბერნატორის მოადგილე მარლენ ნადირაძე ოსიაურში ორფოლოს პოლიგონზე გასამგზავრებლად ამზადებდა. ადგილობრივი რეზერვისტები საწვრთნელად სწორედ მარლენ ნადირაძეს ჰყავდა ჩაბარებული.

მარლენ ნადირაძე დაეთანხმა აკაკი ბობოხიძის აზრს. თუმცა, ცოტა ხანში მისი გაწვრთნილი რეზერვისტები მაინც წაიყვანეს ორფოლოში და დღემდე იქ არიან. „გაუწვრთნელ” რეზერვისტებს კი სოფლების გამგებლები და სკოლის დირექტორები დაემატნენ. როგორც გვაცნობეს, ორფოლოში გველების და მორიელების დაკბენილთა რიცხვი იზრდება. იმასაც კი ამბობენ გორში, ერთ-ერთი რეზერვისტი მორიელის დაკბენამ იმსხვერპლა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით კი, ორფოლოს პოლიგონზე წვრთნებისას სამი ჯარისკაცი დაიღუპა. მართალია, ქართული მხარე რუს ჟურნალისტებს დეზინფორმატორებს უწოდებს, მაგამ ქართული მხარისგან მაინც არანაირი კომენტარი ამ საკითხზე არ კეთდება.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები