კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში „საეჭვო“ გაზეთების გაყიდვას კრძალავენ?

18 ივლისი, 2006

სიღნაღში „საეჭვო“ გაზეთების გაყიდვას კრძალავენ?

სიღნაღის რაიონის გამგებლის ბერდო ასანიშვილის, მისი პირველი მოადგილის, ზაზა ზედელაშვილისა და პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, გაზეთის გამავრცელებლებს სიღნაღში „საეჭვო“ გაზეთების გაყიდვის აკრძალვა მოსთხოვეს. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა აცნობა.

მისი თქმით, გასულ კვირას, პარასკევს, სიღნაღის რაიონის გამგეობის სახელით შეუთვალეს, რომელ გაზეთებსაც მიიღებს გასავრცელებლად და რომელშიც სიღნაღზე წერილი იქნება დაბეჭდილი, რეალიზაციამდე რაიონის გამგეობას დაუკავშირდნენ. „მოვიდნენ და მითხრეს, გამგებლის დავალებაა, როგორც კი თქვენთან გასაყიდად გაზეთები, განსაკუთრებით კი რეგიონული გამოცემები შემოვა და რომელიმეში სიღნაღზე რაიმე სახის წერილი იქნება, ვისზეც არ უნდა იყოს იგი, აუცილებლად დაუკავშირდით მარინას და ჩვენგან ნებართვის მიღების გარეშე გაზეთი არ გაყიდოთო. იქნებ გაარკვიოთ რა ხდება და ჩვენც გაგვაგებინოთ, ოღონდ მე არ მახსენოთ, თორემ პრობლემები შემექმნება“,- გვთხოვა დისტრიბუტორმა.

შევეცადეთ ინფორმაცია სხვა დისტრიბუტორებთანაც გადაგვემოწმებინა. ბევრმა მათგანმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ნათქვამი არც უარყო და არც დაადასტურა. საგულისხმოა, რომ როგორც კი იგებდნენ, რა საკითხის გარკვევა გვსურდა მათთან, საუბრისგან თავს იკავებდნენ. რამდენიმე გამავრცელებელმა კი ასანიშვილთან ერთად მისი პირველი მოადგილე ზედელაშვილი და პარლამენტარი ნუგზარ აბულაშვილიც ახსენა.

სანდო წყაროს ცნობით, ინიციატივა დეპუტატ აბულაშვილს ეკუთვნის. გადაწყვეტილება კი ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის ორგანიზაციის ოფისში რაიონის გამგებელთან და მის პირველ მოადგილესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

გაზეთების გავრცელების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს სიღნაღის რაიონის გამგებელი ბერდო ასანიშვილი. „რა შეზღუდვა, რის შეზღუდვა, როგორ გეკადრებათ. ეს არის 200 და 500 % სიცრუე. ვინ გითხრათ ეგ, მითხარით და მე მოვუვლი“,- განაცხადა ბერდო ასანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარი, კახეთში თავისუფალი გაზეთების გავრცელების შეზღუდვის პირველი მცდელობა არ არის. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები