კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ხელისუფლებას წამების პრევენციის საქმეში თანამშრომლობას სთავაზობენ

18 ივლისი, 2006

არასამთავრობოები ხელისუფლებას წამების პრევენციის საქმეში თანამშრომლობას სთავაზობენ

თბილისი.18.07.06.მედიანიუსი. დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ წამების საწინააღმდეგო საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფში გაწევრიანებული 15-მდე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს მიერ წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნაში, მისი შემდგომი მუშაობის პროცესში.

წამების საწინააღმდეგო საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანებული არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი, წამების საწინააღმდეგო საქართველოს კომიტეტი, თავისუფლების ინსტიტუტი, ქუთაისის მკაცრი რეჟიმის დაწესებულების კომისია, ბათუმის და ზუგდიდის საპყრობილეების კომისიები, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში და სხვა ორგანიზაციები.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას წამების პრევენციის საქმეში თანამშრომლობას სთავაზობს. `ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზებთ მაქსიმალურად ეფექტურ მექანიზმებს წამების პრევენციისათვის. საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, ჩამოაყალიბოს წამების პრევენციის ერთი ან რამდენიმე ეროვნული მექანიზმი. ასეთი მექანიზმების შექმნის მდიდარი პრაქტიკა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს. ამ საკითხზე მსჯელობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველაზე ოპტიმალურ მოდელებად მიიჩნევა ომბუდსმენის აპარატის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ. საქართველოში ეს სისტემა ახლა ყალიბდება და ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს არავითარი მექანიზმი საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. არ უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს წამების წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა შეხვედრაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბურდულმა.

ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ „წამების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში 13 000-მდე პატიმარია, ასეულობით ადამიანი იმყოფება ფსიქიატრიულ სტაციონარში და ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას სამხედრო დაწესებულებებში თუ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფრებში, უნდა შეიქმნას რამდენიმე მექანიზმი, რომელიც მხოლოდ წამების პრევენციის კუთხით იმუშავებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატი გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიგა გიორგაძემ.

ახალი ამბები