კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები მოსამართლეებს ძალადობაში ადანაშაულებენ

19 ივლისი, 2006

ადვოკატები მოსამართლეებს ძალადობაში ადანაშაულებენ

თბილისი.18.07.06.მედიანიუსი. დღეს სახალხო  დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დამცველები შეიკრიბნენ. ადვოკატების თქმით,  მათ უფლებებს მოსამართლეები უხეშად არღვევენ. უფლებათა დამცველებმა ამის დასადასტურებლად კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეს.

ადვოკატები ეკა ბესელია, შალვა ხაჭაპურიძე, გელა ნიკოლაიშვილი, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად მოითხოვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის #208 მუხლის გაუქმებას, რომელიც მოსამართლეს სრულ უფლებას ანიჭებს, გააძევოს ადვოკატი სასამართლო დარბაზიდან და საჭიროების შემთხვევაში დააპატიმროს კიდეც.
„ბოლო დროს მოსამართლის ადვოკატებისადმი განხორციელებული ძალადობის ფაქტები შემაშფოთებელ ტენდენციად ჩამოყალიბდა. სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატვა ერთმნიშვნელოვანი ფორმულაა, მაგრამ მოსამართლეს არ აქვს აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება სასამართლო პროცესზე. იგი ვალდებულია პროცესის მონაწილეებს თანაბარი პირობები და სრული შესაძლებლობა შეუქმნას, რათა სრულყოფილად განახორციელონ თავისი პოზიციების დაცვა. თუ ადვოკატებს აკისრიათ კანონდარღვევის და თვითნებობის თმენის ვალდებულება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადვოკატი იქცეს ამ უკანონობის თანამონაწილედ. დღეს მოსამართლე #208 მუხლს ადვოკატის წინააღმდეგ მაშინ იყენებს, როდესაც დაცვის მხარე აყენებს რაიმე შუამდგომლობას ან გამოთქვამს პროტესტს. ეს დაცვის მხარეს აყენებს ფიქტიურ მდგომარეობაში, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა. ამ რეპრესიული ზომების ამოქმედებით ადვოკატებს გვაიძულებენ, ავირჩიოთ მდუმარე, მორჩილი პოზიცია. ასე გაგრძელების შემთხვევაში უარეს შედეგებს უნდა ველოდეთ“, - თქვა ადვოკატმა ეკა ბესელიამ ომბუდსმენის აპარატში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, ყოველ ნაბიჯზე ირღვევა დამცველის და ბრალდებულის პირისპირ შეხვედრის უფლება. დაკითხვები კი  ფარულად დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეთვალყურეობით  ტარდება.

„ადვოკატებს გვართმევენ უფლებას ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების დაცვა. ამას სჭირდება განხილვა, სამზეოზე გამოტანა და დროული რეაგირება იმ ორგანოების მხრიდან, ვისაც ეს ევალება“, - აღნიშნა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრესკონფერენციაზე.

ახალი ამბები