კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ოსები გვირტყამდნენ და გვეკითხებოდნენ, თუ რა შეიარაღება გვაქვს“

19 ივლისი, 2006

„ოსები გვირტყამდნენ და გვეკითხებოდნენ, თუ რა შეიარაღება გვაქვს“

კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია და ყოველ დღე ომის დაწყების შიშში ცხოვრობენ. ოსური სოფლების მოსახლეობასთან ერთად, შეშფოთებულნი არიან ქართულ სოფლებშიც.

გორის რაიონის სოფელ ერგნეთის მაცხოვრებლები გართულებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სეპარატისთა მთავრობის ლიდერებს აკისრებენ. მათი თქმით, მინდორში თუ ეკლესიებში გასულ ქართველებს ოსები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იარაღს ესვრიან, ზოგ შემთხვევაში ატყვევებენ, სცემენ და მერე უშვებენ.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რამდენიმე ხნის წის სოფელ ერგნეთში მოხდა. 22 წლის ნიკო დოიჯაშვილი იხსენებს, თუ როგორ დაუშინეს ოსებმა იარაღიდან, როდესაც თანასოფლელ ბიჭებთან ერთად ეკლესიასთან ქეიფობდნენ.

ნიკო დოიჯაშვილი: „საღამო ხანი იყო. ეკლესიასთან ახლოს პურ-მარილი გვქონდა გაშლილი. მოულოდნელად, აღარც კი მახსოვს რომელი მხრიდან, ავტომატის ჯერი დაგვიშინეს. მე და ჩემი მეგობრები მაგიდის ქვეშ შევძვერით. სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. საბედნიეროდ არავინ არ დავშავდით. მას შემდეგ ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები ერიდებიან ეკლესიაში ასვლას. არ არის გამორიცხული მსგავსი ფაქტები, რომ განმეორდეს“.

გარდა ამისა, ერგნეთელები ამბობენ, რომ ეკლესიის გარდა, ნაკვეთებში და მინდვრებში გასვლაც საშიშია. მართალია, „ოსიანობა“ არ შეწყვეტილა, მაგრამ გლეხები მაინც გადიან მინდორში სათიბად. იგივე ნიკო დოიჯაშვილი შეესწრო იმ ამბავს, როდესაც ოსები წაადგნენ თავს და ცემა დაუწყეს.

ნიკო დოიჯაშვილი: „სათიბად ვიყავით გასულები. მოულოდნელად ოსები წამოგვადგნენ თავზე. დაგვიწყეს ცემა. გვეკითხებოდნენ, თუ რას აპირებს ჩვენი მთავრობა; ვიწყებთ თუ არა ომს; რა შეიარაღება გვქონდა და ა.შ. თან ყვიროდნენ. ბოლოს ერთმა მწყემსმა დაგვინახა, რომელიც მათ იცნობდა. მოგვეშველა და იმათ უთხრა, რომ თავი დაენებებინა ჩვენთვის. ესენი არაფერ შუაში არიან, აგერ იმ სოფელში ცხოვრობენო. მერე მართლაც შეგვეშვნენ.“

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები