კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“თანასწორობის ინსტიტუტის” დაპატიმრებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

21 ივლისი, 2006

“თანასწორობის ინსტიტუტის” დაპატიმრებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

თბილისი.21.07.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობს ინსტიტუტის” დაპატიმრებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით, უკვე მზად არის. ლაპარაკია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, გელა ნიკოლეიშვილის საჩივარზე, რომლითაც ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ეკა ტყეშელაშვილის განკარგულების გაუქმებას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა 29 ივნისს სწორედ ამ განკარგულების საფუძველზე დააკავეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში წესრიგის დარღვევისას “თანასწორობის ინსტიტუტის” ხუთი წევრი: ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი. მათ უფლებებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი იცავს.

როგორც “მედიანიუსს” “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ უთხრა, ეკა ტყეშელაშვილის განკარგულება  საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. “საჩივარი მზად არის. თუმცა, მას უშუალოდ დაპატიმრებულთა ხელმოწერები სჭირდება. თუ მათთან შესვლა და საჩივრის შეტანაზე თანხმობა დღესვე  მოვახერხებთ, საჩივარს სასამართლოში  დღესვე შევიტანთ“ - თქვა მანანა კობახიძემ.

ახალი ამბები