კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატთან მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება

21 ივლისი, 2006

სახალხო დამცველის აპარატთან მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება

თბილისი.20.07.06.მედიანიუსი. 21 ივლისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება შეხვედრა, რომელიც შეეხება მიმდინარე პროექტის „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ“ შედეგების შეჯამებასა და სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. 

ამ შეხვედრის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატთან ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო. საბჭოში შევლენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ბავშვის უფლებათა დამცველები.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ განცხადებას ბავშვის უფლებათა კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება არასრულწლოვან დამნაშავეთათვის სასჯელის შეფარდების შემთხვევებს.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკომისიის ხელშეწყობით, მიმდინარე პროექტის „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ“ ფარგლებში. პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია არის მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელი „იუვენკო“.

ახალი ამბები