კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია მოსამართლე მალხაზ გურულის დასჯას ითხოვს

24 ივლისი, 2006

ეკა ბესელია მოსამართლე მალხაზ გურულის დასჯას ითხოვს

თბილისი.21.07.06.მედიანიუსი. ადვოკატი ეკა ბესელია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მალხაზ გურულის დასჯას ითხოვს.

როგორც ეკა ბესელიამ მედიანიუსს  უთხრა, მოსამართლემ მას პატიმრობაში მყოფი მამა-შვილის, ვლადიმერ და შალვა დოლიძეების დაცვაზე უკანონოდ უთხრა უარი. "მალხაზ გურული მთელი სასამართლო პროცესების არაეთიკურად, ჩაქუჩის ბრახუნით, ყვირილით, განსასჯელებისადმი შეურაცხმყოფელი მიმართვით ატარებდა. არ ისმენდა დაცვის მხარის შუამდგომლობებს. ამას მოჰყვა ჩემი საპროტესტო განცხადებები, რომელთა სასამართლო ოქმში შეტანა მოვითხოვე.
საქმისაგან ჩემი ჩამოშორების საფუძველიც ეს გახდა. მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა, ადვოკატისთვის განსასჯელების დაცვაში შეეშალა ხელი. მალხაზ გურულს სამოსამართლო ეთიკის დარღვევაში ვადანაშაულებ და მის დასჯას ვითხოვ" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მან საჩივარი უკვე შეიტანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საჩივარი ასევე გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. "პრინციპულად მოვითხოვ, იუსტიციის საბჭომ იუსტიციის სამინისტროსგან ის ვიდეომასალა გამოითხოვოს, რომელზეც სასამართლო პროცესებია გადაღებული. ამ ვიდეომასალით საბჭომ შეისწავლოს მალხაზ გურულის სამოსამართლო საქმიანობა და მისი ეთიკური ქცევები პროცესზე" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ახალი ამბები