კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის მიღებამ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

25 ივლისი, 2006

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის მიღებამ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

25 ივლისს საქართველოს პარლამენტის  სხდომათა დარბაზში გაიმართება გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის კენჭისყრა.

აღნიშნული დოკუმენტი გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. სახელმწიფო კონცეფცია პარლამენტს განსახილველად წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ. დოკუმენტმა დაპირისპირება გამოიწვია თავად საპარლამენტო უმრავლესობას შორის. უმრავლესობის დეპუტატთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღება საქართველოს არ სჭირდება.

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია შემუშავებულ იქნა სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოსა და  გენდერული თანასწორობის სამთავრობო კომისიის წევრები. კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფს დახმარებას უწევდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), პროექტი “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში”, გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და  საერთაშორისო ექსპერტი.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიცირებით იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო გენდერული თანასწორობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება და პარლამენტის მიერ მისი მიღებაც სწორედ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას უკავშირდება.

ახალი ამბები