კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარ კახა კუკავას განცხადება

25 ივლისი, 2006

პარლამენტარ კახა კუკავას განცხადება

დღეს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა გაავრცელა “ჩემი” კომენტარი, რომელშიც მე თითქოს ვაცხადებ, რომ ოპოზიცია ემზადება ხელისუფლებასთან კონფრონტაციისთვის, რისი შემადგენელი ნაწილიც იქნება ემზარ კვიციანის მიერ კოდორის ხეობაში დაწყებული გამოსვლა.

განვმარტავ, რომ ზ/ა ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება ჩემს მიერ სინამდვილეში გაკეთებულ განცხადებას. ამის შესახებ ცნობილი იყო “რუსთავი-2”-ს ტელეკორესპონდენტისთვის, რომელიც “კურიერი”-ს ეთერში გასვლამდე მესაუბრა ტელეფონით. მე მას ავუხსენი რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და იქვე გავაცანი ჩემი განცხადების სწორი ვარიანტი. ამის შემდეგ ტელეკომპანიამ მთხოვა სატელევიზიო ინტერვიუ, რაზეც განვუცხადე უარი “რუსთავი-2”-სთვის ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებული კარგად ცნობილი ბოიკოტის გამო. სამწუხაროა რომ ჩემი უარი ტელეინტერვიუზე გახდა საკმარისი მიზეზი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-სთვის გაევრცელებინა მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პოზიციას: მიმაჩნია რომ ემზარ კვიციანის მიერ დაწყებული გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ არის ძალზე სერიოზული პრობლემა და მან მართლაც შეიძლება გამოწვიოს უკიდურესი კონფრონტაცია ქვეყანაში. იმავდროულად ხაზგასმით განვმარტავ რომ არანაირი კავშირი ემზარ კვიციანის გამოსვლას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებასთან არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

კახა კუკავა
საქართველოს პარლამენტის წევრი

ახალი ამბები