კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესმა სასამართლომ „თანასწორობის ინსტიტუტის“ დაპატიმრებული წევრების გათავისუფლებაზე უარი თქვა

28 ივლისი, 2006

უზენაესმა სასამართლომ „თანასწორობის ინსტიტუტის“ დაპატიმრებული წევრების  გათავისუფლებაზე უარი თქვა

თბილისი.27.07.06.მედიანიუსი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის” დაპატიმრებული წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

ეს საჩივარი სასამართლოში ორგანიზაციის დაკავებული წევრების ადვოკატებმა: გელა ნიკოლეიშვილმა, იოსებ ბარათაშვილმა, სოფო ჯაფარიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ რამდენიმე დღის წინათ შეიტანეს.

ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ეკა ტყეშელაშვილის განკარგულების გაუქმებას ითხოვენ.

“თანასწორობის ინსტიტუტის” ხუთი წევრი: ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში 29 ივნისს სწორედ ამ განკარგულების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი წესრიგის დარღვევისთვის წაუყენეს.

როგორც “მედიანიუსს” გელა ნიკოლეიშვილმა უთხრა, უზენაესი სასამართლოს პასუხი ადვოკატებს დღეს გააცნეს. “ჩვენი საჩივარი იმ მოტივით არ დაკმაყოფილდა, რომ მოსამართლეს, იმავე ეკა ტყეშელაშვილს, ჰქონდა უფლება, “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრთა საქციელი წესრიგის დარღვევად და სასამართლოს მიმართ გამოხატულ უპატივცემულობად უშუალოდ მას შეეფასებინა. შესაბამისად, დაპატიმრების განკარგულების გაცემაც უშუალოდ მოსამართლის მოსაზრებაზე იყო დამოკიდებული. უზენაეს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და მის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში ვაპირებთ,” - თქვა გელა ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თანასწორობის ინსტიტუტის" ხუთივე წევრს პატიმრობის ვადა 29 ივლისს ეწურება.

ახალი ამბები