კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტები გოჩა ფიფიასთვის ვიდეოკასეტის ჩამორთმევას აპროტესტებენ

28 ივლისი, 2006

ლეიბორისტები გოჩა ფიფიასთვის ვიდეოკასეტის ჩამორთმევას აპროტესტებენ

თბილისი.27.07.06.მედიანიუსი. საქართველოს ლეიბორისტული პარტია ორი დღის წინათ  კოდორის ხეობაში პარლამენტის წევრის გოჩა ფიფიას დაკავებასა და მისთვის ვიდეოკასეტის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

როგორც ცნობილია, დეპუტატი ხეობაში ცნობილი მოვლენების გაცნობის მიზნით გაემგზავრა და სამოყვარულო ვიდეოკამერით ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრა გადაიღო. დაკავებისას სამართალდამცველებმა მას ვიდეოკასეტა ჩამოართვეს.

“ქვეყანაში მძვინვარებს დიქტატორულ-ტერორისტული რეჟიმი, სადაც არ შეიძლება ვინმე თავს დაცულად გრძნობდეს”, - ასე აფასებს მომხდარს ლეიბორისტული პარტია და პარლამენტის წევრებისგან ითხოვს, რეაგირება მოახდინონ დეპუტუტ ფიფიასთან დაკავშირებულ ამ ინციდენტს.

ახალი ამბები