კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ბათიაშვილი - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი საქართველოში

1 აგვისტო, 2006

ირაკლი ბათიაშვილი - კიდევ ერთი პოლიტპატიმარი საქართველოში
(კომუნისტებიც კი არ იჭერდნენ ხალხს ასე!)

ჩვენ - საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები, ნათლად ვაცნობიერებთ  ყოფილი პარლამენტის წევრის, ცნობილი პოლიტიკური ფიგურის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ბ-ნ ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრების მიზეზებსა და მიზნებს. ბ-ნ ბათიაშვილს ბრალი ‘სამშობლოს ღალატში’ დასდეს. ეს მიზეზები და მიზნები ჰგავს წინა საბჭოთა რეჟიმის მიერ შეთითხნილ ბრალდებებს, რომლის საფუძველზეც ჩვენ გვაპატიმრებდნენ. ასეთი ‘ბოლშევიკური პათოსით’ ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოება ირაკლი ბათიაშვილის სამშობლოს მოღალატეობაში დაარწმუნოს. ხელისუფლება, როგორც წესი, ‘ერის ან სამშობლოს მოღალატის’ იარლიყს ანიჭებს მას, ვინც მის ნეო-ბოლშევიკურ რეჟიმს არ ემორჩილება. აი ასე ესმის საქართველოს ინფანტილურ მთავრობას ადამინის უფლებათა დაცვა და დემოკრატია.
 
ირაკლი ბათიაშვილი დააპატიმრეს არა ჩვეულებრივი კრიმინალური ქმედების გამო, არამედ ემზარ კვიციანთან (მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანთან) სატელეფონო საუბრისა და თავისი აზრის ღიად გამოხატვის გამო.

ბოლო წლებში რევოლუციურმა მთავრობამ დააპატიმრა მთელი რიგი ადამიანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, ხელისუფლებამ წარმოადგინა რაღაც არგუმენტები (შესაძლოა სუსტი და არადამაჯერებელი, მაგრამ მაინც არგუმენტი), რომ ეს ადამიანები კრიმინალური და არა პოლიტიკური მიზნით არიან დაკავებულები.

ირაკლი ბათიაშვილის კერძო შემთხვევაში ხელისუფლებას თეორიულადაც არ შეუძლია წარმოადგინოს სარწმუნო მტკიცებულება ორგანიზებულ დანაშაულთან მისი კავშირის შესახებ.

ბოლშევიკური მთავრობა დევნიდა და სჯიდა საბჭოეთსა და ზოგჯერ მსოფლიოში ცნობილ ნიჭიერ ადამიანებს-მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვისი აზრი და გამონათქვამებიც მხარს უჭერდა ‘საბჭოთა მტრებისა და იმპერიის აგენტების იდეოლოგიას’. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ კომუნისტები საჭოროდ თვლიდნენ წარმოედგინათ თუნდაც არადამაჯერებელი და შეთითხნილი დანაშაულის მტკიცებულება!

როდესაც ხალხს ფსევდო-პატრიოტული ლოზუნგებით ატყუებენ, როდესაც ნიჭიერი ადამიანები ‘საზოგადოებისა და პარტიის საფრთხეში მყოფ ნაწილებს’ წარმოადგენენ, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დაცვაზე საუბარი გულუბრყვილო და ცინიკურია.

ზემოთ მოხსენიებულის გათვალისწინებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ ირაკლი ბათიაშვილის მსგავსი პატრიოტების საბოლოო თავშესაფარი ციხეა და პოლიტიკური პატიმრების რიცხვი საქართველოში დრამატიულად გაიზრდება მომავალში. ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრების მიზანი ხალხის დაშინება, თავისუფალი სიტყვის აკრძალვა და პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლაა. ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს, საბჭოთა რეჟიმის დროს, კომუნისტები ერთნაირი ბრალდებით გვაპატიმრებდნენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალი ნების ადამიანს, ადამიანის უფლებათა დამცველებს მთელს მსოფლიოში, გთხოვთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა გაათავისუფლონ ირაკლი ბათიაშვილი - ოცდამეერთე საუკუნის პოლიტიკური პატიმარი.

ყოფილი პოლიტპატიმრები:

1.ჭაბუა ამირეჯიბი
2.თამარ ჭილაძე
3.დავით ბერძენიშვილი
4.ნანა კაკაბაძე
5.ვახტანგ ძაბირაძე
6.მარიამ ბაღდავაძე
7.ირაკლი წერეთელი
8.ლუიზა შაკიაშვილი
9.გელა ნიკოლაიშვილი
10. ტარიელ ღვინიაშვილი

ახალი ამბები