კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ ”გურიის მოამბეს” ჟურნალისტები სცემეს

1 აგვისტო, 2006

გაზეთ ”გურიის მოამბეს” ჟურნალისტები სცემეს

გურიის შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან სკამკოჩაიშვილმა რეგიონალური, დამოუკიდებელი გაზეთის „გურიის მოამბეს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და ამავე გაზეთის ჩოხატაურის წარმომადგენლობის კორესპონდენტი გიორგი სირაძე პარასკევს, 28 ივლისს, საკუთარ კაბინეტში სცემა.

ინციდენტის დეტალებზე საუბრისას, "გურიის მოამბეს" რედაქციაში განაცხადეს, რომ  ლევან სკამკოჩაიშვილს ჟურნალისტები დილით დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და კომენტარი სთხოვეს ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით. სკამკოჩაიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე, სამსახურში მისვლა და ინტერვიუ შესთავაზა. თუმცა, ინტერვიუს მიცემის ნაცვლად, მან, კაბინეტში მისული ჟურნალისტები სცემა, გიორგი სირაძეს გაზეთის ციფრული ფოტოკამერა დაუმტვრია, ხოლო  შორენა ღლონტს - დიქტოფონი, თუმცა, სკამკოჩაიშვილის მხრიდან მუქარისა და დაშინების შემცველი აუდიო ჩანაწერის გადარჩენა ჟურნალისტებმა  მაინც შეძლეს.

ინცინდენტი დილის 11 საათზე მოხდა. რის შემდეგაც ჟურნალისტებმა განცხადებით ოზურგეთის რეგიონულ პროკურატურას მიმართეს, სადაც მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და გამოიძახეს საგამოძიებო ჯგუფი შსს ოზურგეთის რაიგანყოფილებიდან.

ჟურნალისტები ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდნენ, პროკურატურიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას ჟურნალისტებს ოზურგეთის პოლიციის შენობაში ჩაუტარდათ ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც მათ ძალადობის ნიშნები დაუდასტურდათ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 154 მუხლის I ნაწილით - ჟურნალისტური მოღვაწეობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა. გამოძიებას აწარმოებს შსს ოზურგეთის რაიგანყოფილების საგამოძიებო სამსახური.

"გურიის მოამბე" აღშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. რედაქცია აღნიშნავს, რომ  მომხდარი არ არის ჯანდაცვის ხელმძღვანელობის წარმომადგენლების მხრიდან „გურიის მოამბეს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა.
"გურიის მოამბე" მოითხოვს მომხდარის სასწრაფო და ობიექტურ გამოძიებას შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამასთან, გეზეთის კოლექტივი  საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრის, ლადო ჭიპაშვილისაგან ლევან სკამკოჩაიშვილის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენებას  მოითხოვს.

რედაქცია ასევე მიმართავს  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიის საშუალებებს, რათა მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატონ „გურიის მოამბეს“ მიმართ.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ჟურნალისტების ცემის გამო გურიის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლევან სკამკოჩაიშვილის „მთელი სიმკაცრით“დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ სახალხო სახალხო დამცველის აპარატის მიერ 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბრის დროს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა ლევან სკამკოჩაიშვილის გაღიზიანების ზუსტი მიზეზი  ვერ დაასახელეს, თუმცა, პირადი დაპირისპირება გამორიცხეს და მომხდარი ფაქტი უკანასკნელ პერიოდში ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე ”გურიის მოამბეში” დაბეჭდილ სტატიებს დაუკავშირეს.

ცნობილია, რომ ჩოხატაურში ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე სამი ექიმი დააკავეს. ეს საკითხი (ადგილობრივი მედიის სხვა საშუალებებისაგან განსხვავებით) დეტალურად „გურიის მოამბე“-მ გააშუქა.

ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია. მას ვერც სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ, რადგან მისი ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი რაიონში არ იმყოფებოდა, ხოლო ტელეფონით მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

media.ge

ახალი ამბები