კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ექსტრემიზმის შესახებ კანონს პოლიტიკური ოპონენტების დასაპატიმრებლად არ გამოიყენებს

1 აგვისტო, 2006

ნიკა გვარამია: ხელისუფლება ექსტრემიზმის შესახებ კანონს პოლიტიკური ოპონენტების დასაპატიმრებლად არ გამოიყენებს

თბილისი.31.07.06.მედიანიუსი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ნიკა გვარამია საფუძველს მოკლებულს უწოდებს პოლიტიკური ოპოზიციის შეშფოთებას, თითქოს პოლიტიკური ექსტრემიზმის შესახებ ზემოხსენებულ კომიტეტში შემუშავებულ კანონპროექტს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დასაპატიმრებლად გამოიყენებს.

გვარამიას თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დაიწყება თუ არა ამ კანონპროექტზე მუშაობა და თუ გადაწყდება, თითოეული მუხლი დეტალური განხილვის  საგანი გახდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი არ უკავშირდება „პოლიტიკურ თვითგამოხატვას“ და უბრალოდ, კანონპროექტში მოცემული იქნება ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დეტალიზაცია.

გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისას უცხოეთის მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, რასაც მანამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ არეგულირებდა.

ახალი ამბები