კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაციისას დაღუპულის ოჯახის ადვოკატები კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს უნდობლობას უცხადებენ

2 აგვისტო, 2006

სპეცოპერაციისას დაღუპულის ოჯახის ადვოკატები კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს უნდობლობას უცხადებენ

თბილისი.01.08.06.მედიანიუსი. დღეს საქართველოს გენერალურ  პროკურატურაში, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და მალხაზ ჯანგირაშვილმა განცხადება შეიტანეს.

ზურაბ ვაზაგაშვილის  ოჯახის ადვოკატები  მოითხოვენ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის აღნიშნული საქმეების  აცილებას, გაერთიანებას და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისთვის დაქვემდებარებას.

ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეს არაობიექტურად იძიებს, რასაც მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს.
„გამოძიება ძალზედ ტენდენციურად მიმდინარეობს.  ეჭვი მაქვს, რომ კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები ზურაბ ვაზაგაშვილს, ალექსანდრე ხუბულოვის და ბუბა ბუთურიძის მიმართ თხზავს დანაშაულს, რადგან მათი ვერსია, თითქოს ამ ბიჭებმა პოლიციის თანამშრომლებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს და შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, არ დასტურდება. ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოიჩინოს ამ საქმის მიმართ დაინტერესება და მხარში ამოუდგნენ დაზარალებულის ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ორი ეჭვმიტანილი _ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, ხოლო ბუბა ბუთურიძე მძიმედ  დაიჭრა.

ახალი ამბები