კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლეთა დასჯას ითხოვს

3 აგვისტო, 2006

სოზარ სუბარი საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლეთა დასჯას ითხოვს

თბილისი.02.08.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა თბილისის პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს მიმართა, რომ დაიწყოს ისან-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელთა - ჩიჩუას, ნემსაძის და იაცკევიჩის სისხლის სამართლებრივი დევნა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა 16 ივნისს უსაფუძვლოდ დააჯარიმეს მეტროს სადგურში „300 არაგველები“ მდებარე მაღაზიის მეპატრონე ნელსონ ერუნსე და მას მიაყენეს სტყვიერი შეურაცხყოფა.

ნელსონ ერუნსეს თქმით, საგადასახადოს ინსპექტორმა მას ბრალი დასდო სალარო ჩეკის გაუცემლობაში და კანის ფერის გამო სიტყვიერი შეურაცყოფაც მიაყენა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექტორების განმარტავენ, რომ ისინი „300 არაგველების“ მეტროში რეიდს ატარებდნენ და საკონტროლო შესყიდვისას ერუნსემ არ გასცა სალაროს ჩეკი. მისი ადგილზე დაჯარიმება კი ვერ მოხერხდა, რადგან მაღაზიის მეპატრონემ ინსპექტორებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო მეტროს საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ მან მათაც გაუწია წინააღმდეგობა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დავით დევდარიანის განმარტებით, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, იგი თავად შევიდა ერთ-ერთ მაღაზიაში ხმაურზე და ის არავის დაუძახებია. მისი თქმით, მაღაზიაში მეპატრონის გარდა იმყოფებოდა ერთი ქალი და სამი მამაკაცი და იქ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პოლიციელის მაღაზიაში შესვლის შემდეგ სამმა მამაკაცმა ხმის ამოუღებლად მაღაზია დატოვეს.

ახალი ამბები