კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ცენტრში რედაქციები გაძარცვეს

3 აგვისტო, 2006

 თბილისის ცენტრში რედაქციები გაძარცვეს

თბილისი.02.08.06.მედიანიუსი. 1 აგვისტოს, სავარაუდოდ, ღამის 11-დან 12 საათამდე, დაუდგენელმა პირებმა თბილისში, გამომცემლობა „სამშობლოს“ ბელინსკის ქუჩის ფლიგელში განთავსებული პირველ, მეორე და მესამე სართულზე განთავსებული რედაქციების კარების საკეტები გატეხეს და იქ ძარცვის მიზნით შეაღწიეს. „ამერიკის ხმის“ რედაქციიდან ერთი პროცესორი მოიპარეს,  კომპიუტერულ ცენტრ „ალგოს“ ოფისიდან კი - ოთხი პროცესორი, ფოტოაპარატი და ფაქსის აპარატი წაიღეს.

გამომცემლობის დაცვის თანამშრომლების განცხადებით, რედაქციის თანამშრომლები უსაფრთხოების დაცვისთვის თანხას არ იხდიდნენ და მათგან პრეტენზიას არ მიიღებენ. თუმცა, როგორც კომპიუტერული ცენტრ „ალგოს“ დირექტორმა ვლადიმერ კვინიკაძემ „მედიანიუსს“ უთხრა, რედაქციებსა და კომპიუტერულ ცენტრს დაცვის სამსახურისთვის თანხის გადახდა არ ევალება.

ახალი ამბები