კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა გარეგანათების ბოძების დალუქვას ითხოვენ

4 აგვისტო, 2006

მოსახლეობა გარეგანათების ბოძების დალუქვას ითხოვენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარეგანათების ბოძები სპეციალური ხუფის უქონლობის გამო მოქალაქეებს საშიშროებას უქმნის. მოსახლეობა მათ დახურვას ითხოვს, მერია კი - სხვა ქუჩების გარეგანათებითაა დაკავებული. უფრო მეტიც, ბოძებზე ერთხელ დახურვით იმართლებენ თავს და პრობლემის გაჩენას ქურდებს აბრალებენ, რომელთა დასაკავებლად ქალაქის მერიას პოლიციისათვის რატომღაც არ მიუმართავს.

„განათებული ქუჩები მართლაც კარგია, მაგრამ განათება უსაფრთხო უნდა იყოს. რაც მახსოვს, ეს ბოძები მთლად ღიაა და ელექტროსადენები გარეთაა გამოტანილი. შეიძლება ნებისმიერმა გამვლელმა გაჰკრას ხელი. ბაზრობის გამო ეს ადგილები ისედაც გადატვირთულია", _ გვითხრა ყოფილი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

"აქ, ხშირად, ბოძზე მიყრდნობილ „პიანიცებს“ სძინავთ. ხომ შეიძლება ვინმეს დენმა დაარტყას? კაცი რომ მოკვდება, მერე გინდ დაუხურავთ და გინდ არა", _ ამბობს მეორე მოვაჭრე, მარო დუმბაძე.

ადგილობრივი მცხოვრებლები ხანძრის საშიშროებაზეც საუბრობენ და შესაბამისი ღონისძიების გატარებას ითხოვენ. "ბოძებში ქაღალდები და ათასი ნაგავია ჩაყრილი, არაა გამორიცხული მოკლე ჩართვის დროს ცეცხლი წაეკიდოს. თუ რაიმეს აკეთებენ, ხარისხიანს თუ არა, უსაფრთხო მაინც გაგვიკეთონ. ამ ბოძების ხუფების თანხა აღარ აქვს მთავრობას?," _ კითხულობს წერეთლის ქუჩის მცხოვრები ხათუნა კილაძე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გარეგანათების ბოძები თავის დროზე ხუფებით დახურეს. "ქალაქში ქურდობაა მოდებული, რაც რკინისაა ყველაფერს იპარავენ. ქუჩებში ჭის სახურავებიც გაქრა. 11-მეტრიანი ბოძი თუ გავაკეთეთ, ხუფი მასთან შედარებით რკინის ნაგლეჯია, იმის გაკეთება როგორ გაგვიჭირდებოდა, "_ აცხადებს მერიის საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსის მოადგილე ჯანსუღ ვარშალომიძე.

მერიას ქურდობის ფაქტი პოლიციისთვის ერთი მიზეზით არ უცნობებია: "ჭების ხუფებზე რომ მივმართეთ, რა გააკეთეს? ნახეს ქურდი?"

ამ ეტაპზე ბათუმის მერია მელიქიშვილის, ინასარიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების განათებაზე მუშაობს. სავარაუდოდ, წერეთლის ქუჩის გარეგანათების ბოძები ისევ ხუფების გარეშე დარჩება.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები