კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიმსივნით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა

4 აგვისტო, 2006

სიმსივნით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა

თბილისი.04.08.06.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დღეს გამთენიისას პატიმარი, 49 წლის კუკური მამულაშვილი გარდაიცვალა.

2005 წლის 14 დეკემბერს დაკავებული მამულაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში 18 დეკემბერს გადაიყვანეს. იგი მეოთხე სტადიის სიმსივნით იყო დაავადებული. ექიმების დასკვნით, ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
მამუკაშვილი ნარკოტიკული დანაშაულისათვის იყო დაკავებული.

ახალი ამბები