კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთოს მისიის წარმომადგენლებს იარაღით დაემუქრნენ

7 აგვისტო, 2006

ეუთოს მისიის წარმომადგენლებს იარაღით დაემუქრნენ

თბილისი.06.08.06.მედიანიუსი. გუშინ ეუთოს მისიის დამკვირვებლები _ ესტონელი ოფიცერი, მაიორი კრისტ ჯან მორა და უნგრელი ოფიცერი, მაიორი ლასლო კოვარი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ მონიტორინგს ატარებდნენ.

დამკვირვებლებმა ოსურ სოფელ ტბეთთან ახლად გათხრილი სანგრები აღმოაჩინეს, რომელიც ფოტო ფირზე აღბეჭდეს. მათ ეგრეთ წოდებულმა ,,აპალჩენცებმა~ გზა გადაუღობეს და სოფლის სიღმეში შესვლის საშუალება არ მისცეს. შეიარაღებულმა ოსებმა დამკვირვებლებს სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და დაშინების მიზნით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.

მომხდარის გამო დაუყონებლივ შეიკრიბა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა. ეუთოს დამკვირვებლებმა კონფლიქტის ზონაში ახლად გათხრილი სანგრების არსებობა დაადასტურეს და შესაბამისი ოქმიც გააფორმეს. მათ მომხდართან დაკავშირებით რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვსაც აცნობეს, თუმცა ამ ფაქტს სამშვიდობოების მხრიდან ჯერ რეაგირება არ მოჰყოლია.

ახალი ამბები