კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში სამი ქართველი პოლიციელი დაჭრეს

8 აგვისტო, 2006

ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში სამი ქართველი პოლიციელი დაჭრეს

თბილისი.07.08.06.მედიანიუსი. დღეს ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში, სოფელ ავნევში, საგუშაგოზე სამი ქართველი პოლიციელი დაჭრეს. სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ.

მომხდართან დაკავშირებით შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გელა ზოზიაშვილი აცხადებს, რომ ოსური მხრიდან აშკარა პროვოკაციები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. “დაახლოებით ერთი კვირის წინათ ოსებმა ქართველ პოლიციელს ესროლეს. ქართველები ამ პროვოკაციას არ აყვენენ და პირიქით, შეეცადნენ სიტუაცია განემუხტათ. დღევანდელი მათი მოქმედებით აშკარად ჩანს, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და გამწვავებას”, - აღნიშნა ზოზიაშვილმა.

სამივე პოლიციელი _ ბესო ჭავჭავაძე, დათო კობალაძე, ზურა დურგლიშვილი ქარელის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭავჭავაძის და კობალაძის მდგომარეობა მძიმეა, დურგლიშვილს კი ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული.

 

ახალი ამბები