ბათუმის საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის №3 საპყრობილეში პატიმარი, 46 წლის ანზორ ჩხაიძე გარდაიცვალა.
ექსპერტ-კრიმინალისტის წინასწარი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იყო.
ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ჩხაიძე ბათუმის №3 საპყრობილეში 3 აგვისტოს გადაიყვანეს.