კონტრდაზვერვამ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ნაციონალური ასამბლეის წევრები დააკავა
თბილისი.08.08.06.მედიანიუსი. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელთა ნაციონალური ასამბლეის წევრები დააკავეს და 300 ეგზემპლარი გაზეთ "ხუმმეთის" კონფისკაცია მოახდინეს. აღნიშნული გაზეთი აზერბაიჯანში გამოიცემა.
ასამბლეის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მურადხანლის თქმით, დაპატიმრებული არიან ასამბლეის წევრები: ტაირ გურბანოვი, ისმაილ გურბანოვი და ზაფარ გაბილოვი, რომლებიც მარნეულის შსს განყოფილებაში არიანი გადაყვანილი.
მურადხანლის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯენელები თბილისში მეიდანზე დააპატიმრეს. ისინი იქ გაზეთ `ხუმმეთს~ უფასოდ ავრცელებდნენ.
აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის დაშგინ გიულმამედოვის განმარტებით, გაზეთ „ხუმმეთში“ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო გაკრიტიკებული, რომელიც გიულმამედოვის აზრით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა უფლებებს არღვევს.