კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილს მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს

17 აგვისტო, 2006

აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილს მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს

თბილისი.16.08.06.მედიანიუსი. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი დაშგინ გიულმამედოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელთა რელიგიური ლიდერი სადრედდინ პალანგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირადი მითითებით მოკლეს და მისი გვამი შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამალეს.

როგორც გიულმამედოვმა რუსულ საინფორმაციო საშუალებებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებისთვის პალანგოვი მიუღებელი პიროვნება იყო, რადგან "მის ერთ სიტყვას შეეძლო ასეულ ათასობით აზერბაიჯანელთა არასანქცირებული მიტინგები გამოეწვია".

გიულმამედოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პალანგოვის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს შსს მაინც ასაიდუმლოებს გვამის ადგილსამყოფელს.

ახალი ამბები